ვაკანსიის დეტალები
მერჩენდაიზერი
ოჯახური
,,ოჯახური“ არის ქართული სუნელ სანელებლების მწარმოებელი კომპანია, რომელიც დაარსდა 2010 წელს და წლებია წარმატებით ქმნის, ნატურალურ და ორგანულ პროდუქტს. ხარისხზე ორიენტირებული მიდგომითა და ტრადიციებისადმი ერთგულებით, ბრენდმა მოიპოვა მომხმარებელთა ნდობა როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. „ოჯახური“ აერთიანებს ავთენტურ ქართულ გემოს, თანამედროვე სტანდარტებსა და პასუხისმგებლიან წარმოებას.
„
ოჯახური“ აცხადებს ვაკანსიას
აჭარის რეგიონში მერჩენდაიზერის პოზიციაზე. პოზიციის მიზანია კომპანიის პროდუქციის ეფექტური წარმოდგენის, ბრენდის სტანდარტების დაცვისა და პროდუქციის ხილვადობის უზრუნველყოფა სავაჭრო ობიექტებში.
ძირითადი მოვალეობები:- სავაჭრო ობიექტებში პერიოდული ვიზიტი მარშრუტის მიხედვით (გრაფიკის დაცვით);
- პროდუქციის სწორად განლაგება სავაჭრო სივრცეში; სტენდებზე და პრომო ზონებში- ბრენდის სტანდარტების შესაბამისად;
- სავაჭრო ინვენტარის მდგომარეობის მონიტორინგი და განახლება საჭიროების მიხედვით;
- პროდუქციის ხილვადობის უზრუნველყოფა თაროებზე, სტენდებზე და პრომო ზონებში;
- ვადაგასული ან დაზიანებული პროდუქტის ამოღება და შესაბამისი ანგარიშგება;
- პროდუქციის ვადების კონტროლი.
- სასაწყობე სივრცეში კომპანიის პროდუქციის ნაშთების კონტროლი
- ყოველდღიურად, ფოტო ანგარიშგების წარმოება განლაგებულ პროდუქციასა და აქტივობებზე;
________________________________________
სავალდებულო მოთხოვნები:- სასურველია გამოცდილება მსგავს ან იდენტურ პოზიციაზე;
- კომუნიკაციის უნარები და დეტალებზე ორიენტირება;
- საკუთარი ავტომანქანის ფლობა (აუცილებელია);
________________________________________
პიროვნული თვისებები:- კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და პუნქტუალურობა;
- შრომისმოყვარეობა და სანდოობა.
________________________________________
პირობები და ბენეფიტები:- ფიქსირებული ანაზღაურება: 1300 ლარი (ხელზე)
- ავტომობილის ცვეთის კომპენსაცია: 200 ლარი
- საწვავი – ყოველკვირეულად, გაწერილი მარშრუტის მიხედვით;
- ულიმიტო სასაუბრო პაკეტი;
- პროფესიული განვითარების და დაწინაურების შესაძლებლობა.
________________________________________
სამუშაო პირობები:- სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი–პარასკევი, 09:00–18:00;
- დასვენების დღეები: შაბათი და კვირა;
- სამუშაო ტერიტორია: აჭარის რეგიონი;
- ოფისის მისამართი: ქ. თბილისი, ვარკეთილის დასახლება, ახმედ მელაშვილის 1 ჩიხი ქ. №6.
________________________________________
პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ შეტყობინებათქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ და განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. რეზიუმეს გამოგზავნის შემთხვევაში კომპანიის მიერ მოხდება თქვენი მონაცემების დამუშავება "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, მხოლოდ თანამშრომლობის მიზნებისთვის. კანდიდატთა სარეზერვო ბაზაში თქვენ შესახებ ინფორმაცია შეინახება არუმეტეს 1 წლის ვადით, სხვა რელევანტურ პოზიციაზე განხილვის მიზნით. ამ ვაკანსიაზე გამოხმაურებით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს.
თუ თქვენი გამოცდილება და კვალიფიკაცია შეესაბამება ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ.ფოსტაზე: hr.ojakhuri@gmail.comგანცხადებების მიღების ბოლო ვადა: 15 დეკემბერი 2026 წელიმადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!